სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთის პრეზიდენტთან ვისაუბრე ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა ეს საკითხი მალე მოგვარდეს და მან  შეძლოს ოჯახში დაბრუნება

პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები - ევროკავშირი და ნატო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან პოლონელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ძალიან ემოციური დღეებია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა გუშინდელ ჩვენს ზეიმს. ეს იყო მისი სურვილი ამ დღეს ჩვენთან ყოფილიყო, როგორც სოლიდარობის გამოხატვა. ეს იყო იმ საუკუნოვანი მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვა, რაც პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებშია. ეს სოლიდარობა ამით არ შემოიფარგლება.

გუშინ პოლონეთის პრეზიდენტი ასევე იყო საოკუპაციო ხაზზე, ესეც არის დიდი ნიშანი თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს იმ გაუსაძლის დღევანდელ მდგომარეობას, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ ერთად. მინდა მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ხელმძღვანელობს ამ მისიას ახლა, ვისაუბრეთ ამ მისიაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ ამ მისიას მიეცეს საშუალება და საბოლოოდ შეძლოს ის, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ნამდვილად დააკვირდეს თუ რა ხდება სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთ-ერთი დეესკალაციის საშუალება, მაგრამ არა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ძალიან რთული საკითხის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დღევანდელ ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხზე - ზაზა გახელაძის გატაცებისა და მისთვის 12- წლიანი განაჩენის გამოტანის საკითხზე, იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ეს მალე მოგვარდეს, მან შეძლოს საკუთარ ოჯახში დაბრუნება. პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არის მეტი სოლიდარობა. მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერესპექტივა და სადაც საქართველოს პარტნიორები და მეგობრები - ევროკავშირი და ნატო არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა