საია-ს იურისტი - სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იცავენ რიონის ხეობას, საქართველოს ინტერესებს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის, რომლებიც იცავენ რიონის ხეობას, საქართველოს ინტერესებს, - ასე აფასებს საია-ს იურისტი ზაალ გორგოძე რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

ამასთან, იურისტი გამოეხმაურა შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც უწყებამ უსაფრთხოების ჯებირების დაზიანების ფაქტზე დაიწყო.

„ყველა ფაქტი ყოველთვის ინდივიდუალურია და სამართლებრივად ინდივიდუალურ შესწავლას საჭიროებს. ამ შემთხვევაში ეს იყო გამოხატვის თავისუფლება. თუკი ვინმეს მხრიდან მოხდა შელახვა და შეზღუდვა, ეს მოხდა პოლიციის მხრიდან, როდესაც რიონის ხეობის მცველებს მათ დაახვედრეს ჯებირები და ფაქტობრივად, პირობითი საზღვარი გაავლეს", - აცხადებს ზაალ გორგოძე.

ცნობისათვის, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება