სალომე ზურაბიშვილი - 14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოსა და მეგობარი უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და იყოს ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერი. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროინტეგრაციის მიმართლებით საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს.

„ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებით. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა და ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა. დღეს გვჭირდება, ასევე ევროკავშირთან მიმართებით ახალი ეტაპები, სანამ ჩვენ მივაღწევთ ბოლო გეგმას - 2024 წელს წევრობაზე განცხადებას და შემდეგ, როცა ეს დრო დადგება, გაწევრიანება. მანამდე ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი, ასევე, ნატო-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და ღია კარი, როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ეს კარი ჩვენთვის ასევე ღია იყოს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა