პრეზიდენტი - პოლონეთი ეუთო-ს თავმჯდომარე ხდება და მზად არის, გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება - მომავლის დიდი იმედი გვაქვს, რადგან ევროკავშირში ძალიან ძველი, ძლიერი მეგობარი და პარტნიორი გვყავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის პოლონელ კოლეგა, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ საქართველოსა და პოლონეთს შორის პატრნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი მზად არის, საქართველოს ყველანაირი დახმარება გაუწიოს იმისთვის, რომ მომავალ წელს ეუთო-ს ფორმატში ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს წამოწეული.

„რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და პოლონეთს შორის, აქაც ბევრი გვაქვს წარსულში გაკეთებული, მაგრამ აუცილებელია, რომ გაღრმავდეს ამ პანდემიის პერიოდის მერე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, ასევე ტურიზმი უნდა გახდეს ამის ერთ-ერთი წამყვანი ძალა. მინდა დღეს გამოვაცხადო, რადგან ზაფხულის სეზონი იხსნება, პრაქტიკულად, ჩვენ მოვხსენით ყველა რეგულაცია, რაც ეხება ჩვენს პოლონელ მეგობრებს და ტურისტებს. საქართველო ღია იქნება ყველა ვაქცინირებული ადამიანისთვის, ეს არის ჩვენი ღია კარის პოლიტიკა ევროპის და კერძოდ, პოლონეთის მიმართ.

ასევე, მოვისმინე პოლონეთის პრეზიდენტის დაპირება, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რა სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა ვაქცინების შესახებ, პოლონეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოს მიაწოდოს ის რაოდენობა, რაზეც ადრე მოლაპარაკებები იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობის ჟესტი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. კიდევ ერთი საკითხი, პოლონეთი მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ხდება, ის მზად არის, გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს პოლიტიკურ აქტიურობაში და განცხადებებში.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მომავლის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რადგან ევროკავშირში ძალიან ძველი, ძალიან ძლიერი მეგობარი და პარტნიორი გვყავს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა