კახა კალაძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა ჯანაშია.

მან თავი დაგვამახსოვრა არა მარტო გამორჩეული სასცენო სახეებით, არამედ სიცოცხლის ისეთი სიყვარულით და ბრძოლისუნარიანობით, რამაც შეაძლებინა, მძიმე ავადმყოფს კვლავაც ეთამაშა საყვარელ სცენაზე.

ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების, თეატრალური საზოგადოების დიდ ტკივილს“, - ნათქვამია კახა კალაძის სამძიმრის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა