თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან პიტერ ვიბლერთან.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა USAID-ის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა აპარატის ორივე მიმართულებით - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისა და განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

„ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე პროექტების, ასევე 2020-2025 წლების ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მნიშვნელობას.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. პიტერ ვიბლერი მიესალმა ამ კუთხით აპარატის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. ახალი სახელმწიფო სტრატეგიის თაობაზე, რომლის დამტკიცება მთავრობის მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება და აღნიშნა, რომ სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში ქალების გაძლიერებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობა აუცილებელია.

ამასთან, მხარეები აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა