გუბაზ სანიკიძე - „ოცნებას“ არ უნდა პარლამენტში გვიხილოს, როცა დებატები იქნება, ეს მადრიდის „რეალისა“ და ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება - ახლა კარგად გრძნობენ თავს, ჭაობი აქვთ და ყიყინებენ

პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, მათი პარტიის და „ქართული ოცნების“ დებატები „მადრიდის „რეალისა“ და ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება“.

როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს. მისივე თქმით, მმართველ გუნდში თავს კარგად გრძნობენ, „ჭაობი აქვთ და ყიყინებენ“.

„ძნელი გამოსაცნობი არ არის, „ოცნებას“ ძალიან არ უნდა ჩვენ გვიხილოს. როდესაც დებატები იქნება, ეს მადრიდის „რეალისა“ და რომელიღაც ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება. „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურად გამოუცდელი ხალხია, მაინც და მაინც დიდი მჭერმეტყველებით და სიტყვაკაზმულობით არ გამოირჩევიან, თავს ახლა კარგად გრძნობენ, ჭაობი აქვთ და ყიყინებენ, რა თქმა უნდა, ყიყინში ხელს შევუშლით. ბუნებრივია, ჩვენი იქ შესვლა არ უნდათ“,-აღნიშნავს გუბაზ სანიკიძე.

კითხვაზე, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რა მეთოდებით აპირებენ მმართველი გუნისთვის „ხელის შეშლას“, სანიკიძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა „ქართული ოცნებისთვის“ კომფორტის შემშლელია.

„ჩვენი არსებობა საერთოდ მათი კომფორტის შემშლელია. ვნახოთ, ბევრი რამ მოხდება. როდესაც ქართული პოლიტიკა და საერთოდ, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ასეთ მდგომარეობაშია, შემთხვევითობებს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრი ისეთი რამ მოხდება, რაც დაგეგმილი და გათვალისწინებული არ არის“,- აღნიშნავს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელ ლევან ვასაძეზეც ისაუბრა, რომელიც მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა.

როგორც სანიკიძე აღნიშნავს, „სჯობს, ქართველებმა ლევან ვასაძის „ღადავს“ თავი დაანებონ და სერიოზულად მოემზადონ მასთან საპაექროდ“. მისივე თქმით, თავის დროზე, „ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ „დუგინიზმი“ და „პუტინიზმი“, მაგრამ შემდეგ გაიყვნენ“.

„ეს არ არის „საღადაო“ თემა, რასაც „ღადაობს“ ქართული მედიის დიდი ნაწილი. ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ნამდვილი ქართული კონსერვატიზმი, კონსერვატიზმი ევროპაშიც არის და ამერიკაშიც. არცერთი და არც მეორე არ არის მიბმული რუსეთზე. ჩვენთან ქართული ფსევდოკონსერვატიზმი მიბმულია რუსეთის იდეოლოგიაზე. რუსეთშიც არ არის კლასიკური გაგებით კონსერვატიზმი, დუგინზე როდესაც ვსაუბრობთ, ბევრს გონია, რომ ის სახელისუფლებო იდეოლოგიაა, არც იქ არ არის მარტივი.

თავის დროზე, ძალიან ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ „დუგინიზმი“ და „პუტინიზმი“, მაგრამ შემდეგ გაიყვნენ. უკრაინის, ე.წ. რუსული სამყაროს პროექტის განადგურების შემდეგ, არ წყალობს პუტინს. კაციშვილმა არ იცის პუტინს რა უნდა, აშკარად სერიოზული კრიზისი აქვს რუსეთში “, - აღნიშნავს სანიკიძე და დასძენს, რომ „სჯობს, ქართველებმა ლევან ვასაძის „ღადავს“ თავი დაანებონ და სერიოზულად მოემზადონ მასთან საპაექროდ“.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო