დავით ნარმანიას განცხადებით, თუ ლარი მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისში ტარიფის ცვლილების საკითხზე ასევე კომისიისთვის მიმართული აქვთ „ვარკეთილაირისა" და “ენერგოკავშირის" აბონენტებს.

„ახალი დადგენილი ტარიფით 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში და 22 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

თუ ვალუტის კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ტარიფი შენარჩუნდება ამ ვადით. როცა პარამეტრების არსებითი რღვევა ხდება და კომპანიები ზარალზე გადიან მათ გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით. დარწმუნებული ვართ, ასეთი გადახედვა არ მოგვიწევს, თუ ყველა სხვა პარამეტრი იქნება შენარჩუნებული. ვალუტის კურსის გამყარების შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება გადახედოს ტარიფს შემცირების კუთხით",- განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ტარიფს, როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, „სოკარ ენერჯი გაზი" ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს.

„ჩვენთან ამ დროისთვის შემოსულია ორი პატარა კომპანიის განაცხადი მოხდეს იგივე პირობებით ტარიფის გადახედვა "ვარკეთილაირის" და "ენერგოკავშირის" აბონენტებისთვის.

დადგენილი წესით იმსჯელებს კომისია აღნიშნულ საკითხზე.

რაც შეეხება რეგიონებს, მათგან რაიმე განაცხადი არ შემოსულა",- განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის" აბონენტებს ბუნებრივ აირზე ტარიფი დაახლოებით 8 თეთრით ეზრდებათ და 1 კუბური მეტრის ფასი 54 თეთრით განესაზღვრებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო