ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენებას დღეს ფსიქოლოგები მისცემენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში ჩვენებას ფსიქოლოგები მისცემენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა, ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა ბავშვის შეფასება მოახდინა, მეორე ფსიქოლოგმა თავად ნელი დოროყაშვილის მდგომარეობა შეაფასა.

"ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება საქმის არსებითი განხილვა და იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი, დღევანდელი პროცესზე დაიკითხებიან ფსიქოლოგები და ასევე, შესაძლებელია ერთ-ერთი მოწმეც დაიკითხოს, საუბარია დაზარალებულის მეგობარზე. ჩვენთვის წინსწრებად ცხადია, არ არის ცნობილი, როგორ განვითარდება მოვლენები. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დაადასტურებენ იმ ინფორმაციას, რაც გამოძიებას მიაწოდეს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს სასამართლოს მათი ჩვენებები, რომ ძალადობა სისტემატიურად ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმით ნელი დოროყაშვილის მიმართ", - განაცხადა თავხელიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, ნელი დოროყაშვილის მეგობარიც დაიკითხოს.

"ის არის გარკვეულწილად თვითმხილველი, დაადასტუროს ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, არ ვიცით დღეს შეძლებს თუ არა, სასამართლო მის მოსმენას შეზღუდული დროიდან გამომდინარე",- განაცხადა თავხელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა