ანა ბუჩუკური - „ნაცები" გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, „ქართული ოცნება" გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს - ეს არის სასაცილო ტყუილი

„ნაცები" გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, „ქართული ოცნება" გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს - ეს ყველაფერი რეალურად, არის სასაცილო ტყუილი,- ასე ეხმიანება უმრავლესობიდან გასული დეპუტატი, გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებს.

მისივე თქმით, ფინანსები იქნება ღია, როცა პარტია დაფუძნდება.

„ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან, რომ ფინანსები იყოს ღია და ყველა შეძლებს ამის ნახვას. კეზერაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ სასაცილოა,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს