ბექა ლილუაშვილი - პარტია დაფუძნდება ძალიან მალე - გიდასტურებთ, რომ თარიღი ჩანიშნულია და ამ ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის

პარტია დაფუძნდება ძალიან მალე - გიდასტურებთ, რომ თარიღი ჩანიშნულია და ამ ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის, - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას თანაგუნდელმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

ლილუაშვილი გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

„პარტიის დაფინანსების თაობაზე ბევრი ვერსია მოვისმინეთ. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მივისმინეთ ვერსია, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. იყო პარტიული კვლევები და რეალობა გახდა ნათელი, რომ ყველა გზებით, მათ შორის სხვადასხვა მედია-საშუალებებით „ფეიკნიუსების“ გავრცელებით დისკრედიტაციას ცდილობენ. მთელი შინაარსი ამაშია. ზოგადად, პარტიის დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია. როცა პარტია დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობებისა და დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, პროცესი გამჭვირვალე იქნება", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა