ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა. როგორც მან პროცესის დაწყებამდე განმარტა, ბასილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა.

„მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ, ჯობს, რომ მოვუსმინოთ მათ პროცესზე. ბუნებრივია, მათ ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი. შესაბამისად, ჩვენც გვექნება საკმაოდ ბევრი და კრიტიკული კითხვა, დაველოდოთ მოვლენებს. არა თუ მოლოდინი გვაქვს, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ბრალდების საქმეზე სრულიად უდანაშაულოა", - განაცხადა ჭკადუამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა, უახლოეს მომავალში ნელი დოროყაშვილის დაკითხვა, ჭკადუა პასუხობს, რომ ის ბრალდების მხარის მოწმეა და შესაბამისად, ბრალდება თავად განსაზღვრავს იმას, თუ როდის მისცემს დაზარალებული ჩვენებას.

ასევე, კითხვაზე თუ რა პოზიცია აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს აღნიშნულ საქმეზე, ჭკადუა პასუხობს, რომ ”ნიკა ელოდება პროცესს და დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში".

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა