აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ალი ასადოვი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მასშტაბური და ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, გამუდმებით მზარდი ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორობაში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! დღევანდელ დღეს სიამოვნებას გვგვრის ღრმა ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით განმსჭვალული მრავალმხრივი ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მასშტაბური და ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, გამუდმებით მზარდი ჰუმანიტარული კავშირები მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენენ ჩვენს პარტნიორობაში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა წარმატებით გააგრძელებს განვითარებას ჩვენი ერების ნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ კარგი მეზობლობისა და მეგობრობის ტრადიციების ერთგულია. საუკეთესო შთაბეჭდილებების ქვეშ ვიხსენებ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტის დროს შემდგარ შეხვედრასა და გულწრფელ საუბარს. ასეთ სასიამოვნო დღეს ჯანმრთელობასა და საქმეში წარმატებებს გისურვებთ პირადად თქვენ, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას - მეგობრულ ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა