გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე რომელიც რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ იკვეთება. მაღალი შეფასება მიეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთბებს და გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.

მათივე ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოსთვის მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა