დავით მათიკაშვილი - აუცილებლად მოიძებნება შეხების წერტილები, რომელიც ორ მნიშვნელოვან ღირებულებას - ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიძებნება შეხების წერტილები, რომელიც ორ მნიშვნელოვან ღირებულებას - ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესის“ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პრობლემის სწორ, სამართლიან მოგვარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა, ამავდროულად, იმდენად მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური საკითხების სათანადოდ მოგვარება და პრობლემის პრევენცია, რომ დარწმუნებული ვარ, ამ საკმაოდ რთულ საკითხში სახელმწიფოც და პროტესტანტებიც და მოსახლეობაც აუცილებლად გამონახავს გზას, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდეს და ამავდროულად, მაქსიმალურად იყოს ყველა პირობა დაცული, რაც ეკოლოგიის უსაფრთხოებას ეხება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველა საქმე, რომელიც ამ თემას ეხება, ტყუილ-უბრალოდ აღძრული არ არის. სახელმწიფო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პრობლემის სწორ, სამართლიან მოგვარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში აუცილებლად მოიძებნება ის შეხების წერტილები, რომელიც ამ 2 მნიშვნელოვან ღირებულებას - ენერგოდამოუკიდებლობას და ეკოლოგიურ საკითხებს არ დააზიანებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო