„თბილისი ენერჯის“ დირექტორი აცხადებს, რომ სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს

კომპანია „თბილისი ენერჯის“ დირექტორი კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავა აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

როგორც მან განაცხადა, კომპანია ითხოვს, შესასყიდი ბუნებრივი აირი კომპანიისთვის ლარში დაფიქსირდეს, რადგან სავალუტო რყევები პრობლემებს ქმნის.

„დღევანდელი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, კომპანია არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას ამ ეტაპზე. დანარჩენს უკვე მომავალში შევხედავთ“,-განაცხადა ხორავამ.

მისი თქმით, დღევანელი გადაწყვეტილებით მოხდა ტარიფის მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან.

„გარემოებები, რამაც გამოიწვია კომპანიის მიმართვა მარეგულირებლის მიმართ ტარიფის გადახდასთან დაკავშირებით, უკავშირდება იმას, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიას 1 კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის შესყიდვა დაახლოებით 34 თეთრად უწევს, ხოლო გაყიდვას 26 თეთრად ახორციელებს, ვინაიდან 26 თეთრი იყო ჩადებული წინა ტარიფში. ცხადია, სხვაობა უზარმაზარ ფინანსურ წნეხს ქმნიდა კომპანიისთვის. მოქმედი ტარიფი დადგენილი არის 2019 წელს და ამ 2 წლის განმავლობაში კომპანიის ზარალი დაახლოებით 25 მილიონი ლარია, რაც ასევე, ცხადია საფრთხეს უქმნის კომპანიის ფუნქციონირებას, ბუნებრივი გაზის შესყიდვას და თავისთავად, დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას.

რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ეს შეეხება სწორედ ამ ტარიფის კორექტირებას. განაწილების ნაწილში კომპანიას დადგენილი აქვს ტარიფი, რომელიც შეადგენს 12.66 თეთრს დღგ-ის ჩათვლით. ცხადია, ამ ნაწილში კომპანიის ხარჯები გათვალისწინებულია ყველა მიმრთულებით. ჩვენ არაფერს ველოდებით. დღევანდელი გადაწყვეტილებაა ის, რომ მოხდა ტარიფის მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, სავალუტო კურსის გათვალისწინებით. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ რამდენიმე თვეა და დღესაც ვითხოვთ იმას, რომ შესასყიდი ბუნებრივი გაზი კომპანიისთვის დაფიქსირდეს ლარში, ვინადან სავალუტო რყევები მსგავს პრობლემებს იწვევს. ლარში ფასის დაფიქსირება მოგვცემს იმას, რომ შემდეგში თავიდან ავირიდებთ მსგავს კორექტირებებს, რაც ჩვენთისაც ნიშნავს სტაბილურ გარემოს და მომხმარებლებისთვისაც“,-განაცხადა ხორავამ.

სემეკის ცნობით, შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. მათი ინფორმაციით, ტარიფი ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა