თამარ გაბუნია ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს რადეკ პოლიცარის შეხვდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვაზე ისაუბრეს. განიხილეს პირველადი ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების გადამზადების საკითხიც.

„თამარ გაბუნიამ ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

რადეკ პოლიცარიმ , ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაურთან ერთად აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაც დაათვალიერა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტი სამედიცინო ბიზნეს მისიასთანაა დაკავშირებული. ვიზიტის ფარგლებში 12-მა ჩეხურმა სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ საქართველოში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია გააცნო“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს