დეპუტატი დავით კაჭარავა - ლევან ვასაძეს ვიცნობ და პატივს ვცემ, ის, რომ დუგინს ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის - ვასაძე პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს

ვასაძეს ვიცნობ და პატივს ვცემ, ის, რომ დუგინს ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის - ვასაძე პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, ატარებს საქართველოს პოლიტიკას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ განაცხადა, რითაც ლევან ვასაძისა და „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერ, ალექსანდრე დუგინის შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერი გზა, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკან წაიყვანს და საქართველო არ დაზარალდება, მისთვის მისაღებია.

„ადამიანს ვიცნობ დიდი ხანია და პატივს ვცემ სპორტიდან გამომდინარე, ის რაგბის მხარდამჭერი იყო ყოველთვის და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

მათი საუბრის შინაარსი არ ვიცი და ის, რომ დუგინს ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის. ლევან ვასაძის ურთიერთობა რუსეთთან ყველასთვის ცნობილია, მას ბევრი რამ აკავშირებს იქ, აქვს თავის კონტაქტები. დარწმუნებული ვარ, მანამდეც შეხვედრია ამ ადამიანს და მანამდეც უსაუბრიათ და აქამდე არ გქონიათ (კითხვები).

პრორუსული პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია, ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება, საქართველოს ინტერესებია ჩემთვის პრიორიტეტი. ჩემი აზრით, პრორუსულ პოლიტიკას ბატონი ლევანი არ ატარებს, ის ატარებს საქართველოს პოლიტიკას და მისთვის ყველა ინსტრუმენტი მისაღებია, პირადად მას რომ ჰკითხოთ, ალბათ უფრო ღრმა და საფუძვლიან პასუხს გაგცემთ,"- განაცხადა კაჭარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა