სალომე სამადაშვილი - ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ იდეას, რომელიც ჩადეს მასში მედიატორებმა

ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ საერთოდ, იდეას, რომელიც ჩადეს მასში მედიატორებმა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ მმართველი პარტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" ახსნა- განმარტებების გაკეთება მოუწევს.

„ამნისტიის იდეა ჩვენ პარტნიორებს გაუჩნდათ ერთადერთი მიზნით, რომ შეწყდეს ნიკა მელიას სამართლებრივი დევნა. ამიტომ, ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი შეეხოს ნიკა მელიას, იქნება პირდაპირ აცდენილი არამხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებას, არამედ საერთოდ იდეას, რომელიც ჩაიდო ამნისტიის ავტორების მხრიდან და ესენი იყვნენ მედიატორები, მათი შემოთავაზება იყო ეს. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახსნა, რატომ ხდიან ისინი მედიატორების მიერ შემოთავაზებული იდეის რეალიზაციას შეუძლებელს,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა