პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს იხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს იხილავს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტს დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

საპარლამენტო პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთიან პროექტზე შეჯერება ვერ შეძლეს. ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთის ავტორი „ქართული ოცნებაა". კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან. მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ამასთან, ოპოზიციის კანონპროექტი ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისთვის, სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო