პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციით, პირს, რომელმაც ვირუსი გადაიტანა, ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 120 დღის გასვლის შემდეგ შეუძლია, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში ეს პერიოდი გაცილებით ნაკლებია.

„კოვიდგატანილებისთვის დღეს მოქმედი წესი საქართველოში არის 120 დღე კოვიდის დადასტურებიდან. 120 დღის გასვლის შემდეგ უკვე ადამიანებს ეხსნებათ საშუალება, რომ ისინი დარეგისტრირდნენ აცრისთვის, ასე რომ, ჯერჯერობით ეს რეგულაცია მუშაობს. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც უფრო ნაკლებია ეს პერიოდი კოვიდგადატანის შემდეგომ ვაქცინის მიღების შესაძლებლობამდე. ვნახოთ, როდესაც დაგროვდება მტკიცებულებები, შეიძლება ჩვენთანაც შემცირდეს ეს პერიოდი,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა