მსახიობ მარინა ჯანაშიას 30 მაისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მსახიობ მარინა ჯანაშიას კვირას, 30 მაისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

რუსთაველის ეროვნული თეატრის ინფორმაციით, პანაშვიდები 28 და 29 მაისს 17:00 საათზე გაიმართება. მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან კვირას, 30 მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ცნობისთვის, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მარი ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968–1981 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

ნათამაშები აქვს ცნობილ ფილმებში: „კუკარაჩა“ (ანიკო) ; „მარადისობის კანონი“ (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი);„ცოდვის შვილები“; „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) და ა.შ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა