გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო სან პაულოს სავაჭრო პალატისა და ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში -„საქართველოში ბიზნესი და ვაჭრობა 2021"

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი - სან პაულოს სავაჭრო პალატისა და ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-ფორუმში „Georgia Business and Trade 2021“, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

როგორც სავაჭრო პალატაში აღნიშნავენ, სიტყვით გამოსვლისას, გიორგი პერტაიამ ბრაზილიელ კოლეგასთან ერთად საქართველო-ბრაზილიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესზე.

„საქართველოს გააჩნია მზარდი პოტენციალი, შეასრულოს სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთების ახალი ნაკადის მიმოქცევას’’,-განაცხადა გიორგი პერტაიამ.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბრაზილიურ მხარესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრაზილიური კომპანიებისთვის საკმაოდ მიმზიდველი იქნებოდა ქვეყანაში საკუთარი საქმიანობის გაფართოება ლოგისტიკური მიმართულებით და ინვესტიციების განხორციელება სასაწყობე სივრცეების მშენებლობის კუთხით.

„გიორგი პერტაიამ აღნიშნა, რომ ლიბერალური კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირებით, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებითა და კორუფციის აღმოფხვრით საქართველო რეგიონალურ ლიდერად იქცა ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოს კუთხით, რასაც ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მოწინავე პოზიციები. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ბიზნესის კეთებისა და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის უზრუნველყოფისთვის. გიორგი პერტაიამ ისაუბრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზეც, მათ შორის სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებულ რეფორმებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სავაჭრო ბარიერების შემცირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

შეხვედრის ბოლოს მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიაში, დავით სოლომონია. აგრეთვე, სან პაულოს შტატის სამეწარმეო გაერთიანებების ფედერაციის პრეზიდენტი ალფრედო კოტაიტ ნეტო და 100-მდე ბრაზილიური კომპანიის წარმომადგენელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა