დავით უსუფაშვილი - ბევრს თავი გამარჯვებული ეგონა, როცა მელიას აკავებდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს საპატრონო გავხდით - ესაა პრობლემა, თორემ გააგრძელეთ ლაპარაკი, რომ „ბულინგის“ მსხვერპლი და სააკაშვილის ადვოკატი ვარ

ქვეყანა დიდ პრობლემებშია შესული - ბევრს თავი გამარჯვებული ეგონა, როცა მელიას აკავებდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს საპატრონო და ხელით სატარებელი გავხდით - ეს არის აქ პრობლემა, თორემ გააგრძელეთ ლაპარაკი იმაზე, რომ „ბულინგის“ მსხვერპლი და მიშა სააკაშვილის ადვოკატი ვარ, - აღნიშნული განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა მიმართა.

„სწორედ არასწორად დაჭერილი შესაძლო დამნაშავეებით იქმნება პოლიტიკური პრობლები და ქმნით პოლიტიკურ გმირებს. ჩვენ ამ პროცესიდან გამოსვლა გვინდა. ამნისტია, რომელსაც შერიგებისა და დაწყნარების შედეგი არ მოჰყვება, უჭერთ მხარს თუ არ უჭერთ?! ჩვენ რომ დავინახეთ, რომ იმ ვერსიამდე ვერ მივედით, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანდა, ამიტომ დღევანდელი განხილვის გადადება შემოგთავაზეთ. ამ საკითხში ჩვენ დროის საათი არ გვაქვს ჩართული, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებისგან განსხვავებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს იხილავს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტს დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

საპარლამენტო პოლიტიკურმა სუბიექტებმა ერთიან პროექტზე შეჯერება ვერ შესძლეს. ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთის ავტორი „ქართული ოცნებაა". კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან. მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ამასთან, ოპოზიციის კანონპროექტი ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისთვის, სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო