მამუკა მდინარაძე ლევან ვასაძისა და დუგინის შეხვედრაზე - ვინც პირდაპირ თუ ირიბად ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და საერთო აქვს, ჩემთვის მიუღებელია

ის, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და საერთო აქვს, ჩემთვის მიუღებელია , - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლევან ვასაძისა და „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერ ალექსანდრე დუგინის შეხვედრას.

მისი თქმით, მას ისეთივე დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ესმის, რა არის ეროვნული ინტერესი და ვინ არის ოკუპანტი.

"ის, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ოკუპანტი ქვეყნის და ოკუპანტი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, საერთო აქვს, იზიარებს გარკვეულ საკითხებს, მათ უჭერს მხარს, ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სწორი დამოკიდებულება აქვს ვინ არის მტერი, რა არის ეროვნული ინტერესი, ვინ არის ოკუპანტი და რას აკეთებს იმისათვის, ეს ქვეყანა და ქართული, ეროვნული ინტერესი დააზიანოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს