თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ე.წ. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური შტამი არ დაფიქსირებულა.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, თუმცა ე.წ. ინდური შტამი არ დადასტურებულა.

მისივე თქმით, დღეს გამოყენებული ვაქცინები ინდური შტამის მიმართ ეფექტურია.

"ინდური შტამი 50 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. საბედნიეროდ, ჯერ საქართველოში არ არის დაფიქსირებული. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურდა. ჩვენთან დადასტურებული არის მხოლოდ სტანდარტული ჩინურ-ევროპული და ბრიტანული შტამი.

რაც შეეხება სამხრეთ აფრიკულ შტამს, ჩვენთან არ არის და ალბათობაც მცირეა. ინდური შტამის გაცილებით უფრო მეტია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სამხრეთ აფრიკასთან. მესამე პირების საშუალებით თუ მოხვდება სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოში, თორემ ისე წესით არ უნდა მოხვდეს. ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია.

დღეს გამოყენებული ვაქცინები ფარავს, როგორც ბრიტანულ შტამს ასევე ინდურ შტამს. სამხრეთ აფრიკულ შტამზე ახლა მიმდინარეობს ამ ვაქცინების გამოცდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს