ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი 16 ივნისისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

შემდეგ პროცესზე ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორის და კომპანია “ინტერმედიას” დამფუძნებლის ზურაბ გუმბარიძის დაკითხვა გაგრძელდება.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნული საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, დღევანდელი კითხვები სარეკლამო სფეროს შეეხებოდა და მთავარი კითხვები, რომლებიც ხელშეკრულებას, მის პირობებს ან თანხის გადახდას უკავშირდებოდა მოწმესთან არ დასმულა.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაწილობრივ დაიკითხა მოწმე, ზურაბ გუმბარიძე. აღნიშნულ მოწმეს ამ ეტაპზე დაესვა ზოგადი სახის შეკითხვები, მათ შორის სარეკლამო სფეროსთან დაკავშირებით და მივიღეთ სხვადასხვა ხასიათის პასუხები, რომლებსაც დასკვნით სიტყვაში შეაფასებს ბრალდების მხარე, თუმცა დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მოწმის დაკითხვა. მთავარი კითხვები, რომლებიც უკავშირდება ხელშეკრულებას, მის პირობებს, თანხის გადახდას და ა.შ. მოწმესთან არ დასმულა შესაბამისად, მისი პასუხები ჩვენთვის უცნობია და მას შემდგომ, რაც მოწმე სრულად დაიკითხება მის მიერ გაცემულიც პასუხებს შევაფასებთ დასკვნით სიტყვაში”, - აღნიშნა ზურაბ გუბელაძემ.

ტელეკომპანია ,,ფორმულას” დირექტორის, მოწმე ზურაბ გუმბარიძის თქმით, ბრალდების მხარეს ამომწურავი პასუხები გასცა და სამწუხაროა, რომ მისი დაბარება კიდევ ერთხელ მოხდება.

,,კითხვები ფაქტობრივად იყო იდენტური იმასთან, რაც პროკურატურაში გამოკითხვის დროს იყო დასმული. ისევე როგორც პროკურატურაში ყოფნის დროს, დღესაც ამომწურავად გავეცი პასუხები, თუმცა სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ მოხდება ჩემი დაბარება და მედიამენეჯერებს უწევთ ამ ინტენსივობით სასამართლოში სიარული. იმედი მქონდა, რომ დღეს საბოლოოდ გაეცემოდა კითხვებზე პასუხი და ეს იქნებოდა ბოლო არასასიამოვნო პროცედურა სასამართლოში ყოფნის, ამის მიუხედავად, პროკურატურამ მოითხოვა პროცესის გადადება და ჩემი კიდევ ერთხელ მოყვანა სასამართლოში”, - აღნიშნა ზურაბ გუმბარიძემ.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს