28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.

ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა