თბილისის საკრებულოში ვაჟა ოთარაშვილის წიგნის „გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში პოეტის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის საკრებულოს წევრის, ვაჟა ოთარაშვილის წიგნის „გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ისტორიოგრაფიული კვლევა გიორგი სააკაძის შესახებ, რომელიც როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ საარქივო მასალებს მოიცავს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ გახსნა. მან ვაჟა ოთარაშვილს ნაშრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი კვლევა გიორგი სააკაძის შესახებ.

წიგნის ავტორმა, ვაჟა ოთარაშვილმა ვრცლად ისაუბრა გიორგი სააკაძის პიროვნებაზე. მისი განცხადებით, ნაშრომში მოცემულია უნიკალური საარქივო მასალები, რომლებიც ვატიკანის, ასევე ირანის და თურქეთის ისტორიულ დოკუმენტებს ეყრდნობა. ავტორმა აღნიშნა, რომ გიორგი სააკაძის შესახებ ისტორიოგრაფიული კვლევის პირველი ტომი 2018 წელს გამოვიდა.

„ეს არის უნიკალური კვლევა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი სააკაძის შესახებ. მასში მოცემულია ევროპული, კერძოდ ვატიკანის საარქივო მასალები, რომლითაც მტკიცდება, გიორგი სააკაძის დიდი ქართველობა, ის რომ, მას სიკვდილამდე რჯული არ შეუცვლია და ქრისტიანად დარჩა. ყველაზე დიდი სიახლე არის ის, რომ ის ევროპელ მისიონერებს სთავაზობდა, შექმნილიყო ევროპული გაერთიანება.

ვფიქრობ, რომ წიგნი ფართო საზოგადოებას დააინტერესებს. წლის ბოლოს მკითხველი მესამე ტომსაც მიიღებს", - განაცხადა ვაჟა ოთარაშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მკვლევარებმა, სამეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს