ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა.
როგორც ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ წერს, ისინი მარიუპოლის განვითარებისა და უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე თანხმდებიან.
„რომ შევაჯამო ჩემი ძალიან დატვირთული და ინფორმაციული ვიზიტი უკრაინაში, მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს აქ, ბრიუსელში. ჩვენ ზოგადად ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარება მთავარია, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ოკუპაციას და უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.