კახა კახიშვილი - არ არის სამართლიანი მიდგომა, ვაპატიოთ მათ, ვისაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურდათ და არ ვაპატიოთ მათ, ვინც ამის აღკვეთისას ჩაიდინეს დანაშაული

პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ უსამართლო და არალოგიკურია მიდგომა, ამნისტია შეეხოს პირებს, რომლებმაც პარლამენტში შეღწევით მიზნით დანაშაულის ჩადენა დაიწყეს, ხოლო არ გავრცელდეს პოლიციელებზე, რომლებმაც აღნიშნულის აღკვეთისას შესაძლოა, ასევე ჩაიდინეს დანაშაული და გადაამეტეს უფლებამოსილებას.

კახა კახიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამნისტიის კანონპროექტი განიხილეს. დეპუტატი ოპოზიციონერი კოლეგის შალვა შავგულიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„რამდენად სამართლიანია, ვაპატიოთ და გათავისუფლდეს ადამიანი, რომელმაც დაიწყო დანაშაული, რეალურად პარლამენტში შეღწევის მიზნით; მეორე მხრივ კი, არ უნდა ვაპატიოთ ჩვენივე მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ პოლიციაში და, რომლებმაც უკვე დაწყებული დანაშაულის აღკვეთისას ჩაიდინეს დანაშაული და უფლებამოსილების გადამეტება. პოლიციელებს ხომ არ დაუწყიათ დანაშაული. 72 საათი იდგნენ ქუჩაში, ამავდროულად, იტანდნენ წყევლას, გინებას და თუ აღკვეთის დროს მათგან ნაწილმა გადაამეტა უფლებამოსილებას არ ვაპატიოთ, ხოლო ვაპატიოთ დანარჩენებს, რომლებსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურდათ? მე ფიქრობ, ასეთი მიდგომა არ არის სამართლიანი, არც ლოგიკური“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა