ხატია დეკანოიძე - დიდი იმედი მაქვს, ჩემი სურვილი გამართლდება და საპარლამენტო საქმიანობას გავაგრძელებთ - ვფიქრობ, კვირას ბოლო ვადაა, როდესაც უნდა ჩამოვყალიბდეთ

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სურვილი გამართლდება და გავაგრძელებთ საპარლამენტო საქმიანობას და ამას გადაწყვეტს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ამას გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო - მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს დაესწრება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მათი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, კვირა არის ბოლო ვადა, როცა პარტიამ პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს.

„ქართული ოცნების“ მოლოდინი და სურვილი იყო, რომ მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დააზარალებდა თვითონ პარტიას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სურვილი გამართლდება, ჩვენ გავაგრძელებთ საპარლამენტო საქმიანობას და ამას გადაწყვეტს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ამას გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო.

ჩვენ ვართ პარტია, რომელიც არის ყოფილი ხელისუფლების პარტია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში. პარტია, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩართულია საზოგადოებრივ თუ საჯარო ცხოვრებაში დიდი ხანია. ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც მიაღწია პროგრესს ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ გაარღვიოს სიბნელე.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ მიშა დაესწრება პოლიტსაბჭოს, მიშა თითქმის ყველა პოლიტსაბჭოს ესწრება, როცა დრო და საშუალება აქვს. თუ რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა, ერთვება ხოლმე, ვსაუბრობთ. ბოლო ორ პოლიტსაბჭოზე ჩართვით იყო.

ახლა უკვე ყველაფერი აწონილია, ყველაფერი ნათქვამია, ბევრჯერ მათ შორის საჯარო სივრცეშიც და ვფიქრობ, რომ კვირას ბოლო ვადაა, როდესაც ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება არ არის - ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა