გენადი არველაძემ პერუელ ინვესტორებთან ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech – ის გენერალურ დირექტორს ჯიაკომო კანერას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გენადი არველაძემ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობისა და სხვა პრეფერენციების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სხვა უპირატესობების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ეგიდით მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერას და უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავის მხრივ, პერუელმა სტუმრებმა საქართველოში ბიზნესის დაწყების დაინტერესება გამოთქვეს. კერძოდ, საუბარია ე.წ. „თერმული" ქაღალდის წარმოებით, რომელიც მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღინიშნა, რომ დღეს საქართველო აღნიშნული პროდუქციით მოთხოვნას იმპორტის განხორციელებით იკმაყოფილებს. საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მისი განთავსება და ამით იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლება, არამედ ექსპორტზე მისი გატანაც.

„აღნიშნული წარმოების ამოქმედებით, საქართველოს ბაზარზე ახალი საექსპორტო პროდუქცია შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სსპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა