მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე ფიზიკური ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის ​მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს - 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე ფიზიკური ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა