დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მარტო “ნაციონალები” კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მარტო “ნაციონალები” კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში.

„ეს ე.წ. ხელმომწერი საარლამენტო ოპოზიცია იმდენად სუსტად, იმდენად უსუსურად გამოიყურება „ქართული ოცნების“ ფონზე, რომ სრულიად ოპოზიციას, ყველას აზარალებს.

პირადად ნიკა მელიაც აუცილებლად უნდა შევიდეს, თვალებში ჩახედოს იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ დაუჭირა მხარი მის დაჭერას და საპარლამენტო ტრიბუნიდან ჰკითხოს მათ-რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?!

მითუმეტეს, რომ საუბარია ისეთ დეპუტატებე, ვისაც მანდატი ხალხმა კი არ მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.

მოკლედ, ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხელმოწერის გარეშე.

დანარჩენი კი, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პერიოდი აუცილებლად დადგება, რადგან “ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების უნარი უბრალოდ აღარ გააჩნია.

მაგრამ, ჩვენი პრობლემების მოგვარება თავადაც უნდა ვისწავლთ, იმიტომ რომ მუდმივად „ბიძია მიშველეს“ ძახილით სირბილი დასავლეთში, არა მგონია ვინმეს ღირსებას მატებდეს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო