საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში, მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამასთან, მოწოდებული ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული კავშირები, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში