ალეკო ელისაშვილი - ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი

ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეების“ მხარდაჭერას მეორე მოსმენისთვის მხოლოდ შეჯერებული პროექტი მოიპოვებს.

“გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ,. მთელი დღე ვისხედით. ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის. ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ არიან და ჩართულთან სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, ეს არის კიდევ გაუგებარი. ჩვენ ვფიქრობთ, პრინციპების დონეზე შეთანხმება და ერთი პროექტის გატანა ძალიან მარტივია, მაგრამ ორივე გაჯიქებულია ერთნაირად. არც ერთი არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც დგას საქართველოს მომავალი. თანხმობა თუ არ მოიხსნება, ესე იგი ვეღარ აყვავდება ეს ქვეყანა? ნიკა მელია რას იტყვის არ მაინტერესებს. რესურსი შეთანხმების არსებობს. არ არის ისეთი არაფერი განსხვავება და მითუმეტეს, არ არის ამნისტია ისეთი საკითხი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული. ვისაც უნდა შეეხოს, ყველა იძახის არ მინდაო, შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა. ჩვენ ავანსად გავეცით ჩვენი მხარდაჭერა გუშინ და ოპოზიციის პროექტსაც ავანსად დავუჭერთ მხარს, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი თუ არ იქნება, არ დავუჭერთ მხარს მეორე მოსმენაზე,” - განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის