გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით გასულ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ ბლოკი ან პარტია და შეუერთდნენ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით გასულ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ ბლოკი ან პარტია და შეუერთდნენ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს პარლამენტში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.

„თუ დაუკვირდება ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, ბლოკით გასულები, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით გასულ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ ბლოკი ან პარტია და შეუერთდნენ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს პარლამენტში. ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ჰყავთ გაყვანილი პარლამენტის 4 წევრი, შეუძლიათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი. რაც შეეხება ციფრ 4- ს, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი, ეს არის პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, მე - 10 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ „ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა, ყველა პარტიამ ძირითადად შეიყვანა 4 ან 5 წევრი, თუ არ ჩავთვლით „მოქალაქეებს“, „გირჩს“ რაც შეეხება, 4 წევრი შეიყვანეს და ერთმა თუ დატოვა ჯგუფი, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამას ვერ მოვერგებით. ცალსახაა, რომ ეს ცვლილებები ემსახურება ოპოზიციის გაძლიერებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა