თბილისში „ბოგდანის“ მარკის 16 ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება

დედაქალაქში „ბოგდანის“ მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს.

რაც შეეხდება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე, N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად, ISUZU მარკის გათავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა