დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმი -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, მათი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირების, დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებზე მსჯელობისათვის.

"პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წელს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ონლაინ რეჟიმში, ვებინარის ფორმატში ჩატარდება.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, თანამიმდევრულ რეჟიმში გაიმართება ორი თემატური შეხვედრა: „ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“; „განათლება და კულტურა“. თემატურ ჯგუფებში მომხსენებლები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას და გაუზიარებენ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას ფორუმის მონაწილეებს. თემატურ ჯგუფებში დისკუსიის დროს, მონაწილეებს, დროის გარკვეული რეგლამენტის ფარგლებში, მიეცემათ შესაძლებლობა ისაუბრონ დიასპორული ორგანიზაციის წინაშე პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებსა და სირთულეებზე, რათა ერთობლივად განხორციელდეს არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური რეკომენდაციების შემუშავება", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა