ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს

„მოქალაქეების" ერთ - ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს. როგორც მან სასამართლო რეფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება, გატარდება თუ არა ამ მიმართულებითაც ისეთივე სისტემური ცვლილებები, როგორიც საარჩევნო კოდექსში მიიღეს.

„მმართველი პარტიისგან მოვისმენთ, როგორ წარმოუდგენიათ, შარლ მიშელის დოკუმენტით სასამართლო სისტემის რეფორმა. კონკრეტულად მაინტერესებს, რაზე არიან წამომსვლელები და როგორ წარმოუდგენიათ რეფორმის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რომ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, რომელთაც საინტერესო ხედვა აქვთ. ამის შემდეგ ნათლად გამოიკვეთება, შევძლებთ თუ არა სასამართლოში ისეთი სისტემური ცვლილებები განვახორციელოთ, როგორიც გავაკეთეთ საარჩევნო კოდექსში, თუ ესეც იქნება რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები, რაც რეალურად არაფერს არ შეცვლის,"- განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო:ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა