ვახტანგ კალოიანი - „ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით ხასიათდება, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არაა

“ევროპული საქართველოს’’ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინები კორონავირუსის „ინდური შტამის“ მიმართ ეფექტურია.

კერძოდ, როგორც კალოიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნავს, „ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით ხასიათდება, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, საუბრობენ, რომ ორივე ჩინური ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტურია.

"ფაიზერზე" ვიცით, რომ 80%-ის ფარგლებში არის მისი ეფექტურობა ამ შტამის მიმართ. ზოგადად, "ფაიზერი" ყველაზე კარგად შესწავლილი და ბევრ კვლევაგავლილი ვაქცინაა. "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით არის ამ კონკრეტული შტამის მიმართ. "სინოფარმთან" და "სინოვაკთან" დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის საკმაოდ ეფექტურია. ეს ჩინეთის ოფიციალური წრეების ინფორმაციაა, თუმცა, კონკრეტული ციფრები არ არის გამოქვეყნებული“,- აღნიშნავს კალოიანი.

მისივე თქმით, "სინოფარმი" არ არის საუკეთესო ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის თვალსაზრისით, თუმცა, ის ძალიან მაღალი პროცენტით გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ კი კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის თვალსაზრისით მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

„მიუხედავად იმისა, რომ "სინოფარმი" არ არის საუკეთესო ვაქცინა ინფექციის დამმართების დაცვის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალი პროცენტით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისგან და 100%-ით გვიცავს გარდაცვალებისგან. ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ის საკმაოდ უსაფრთხო ვაქცინაა, თუმცა, მას აქვს არადამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური შედეგები. პროფესიული ეთიკის და პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოქალაქეებს თამამად შეუძლიათ ვურჩიოთ, რომ აიცრან.

რა თქმა უნდა, „ფაიზერიც“ და „ასტრაზენეკაც“ მეტი ეფექტურობით გამოირჩევიან ინფექციის დამართების თვალსაზრისით, თუმცა, „სინოფარმით“ აცრის შემთხვევაში, კორონავირუსს გადავიტანთ ბევრად უფრო მარტივად. თუ „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში მხოლოდ 5%-ის ფარგლებშია დამართების რისკი, აქ ეს რისკი მაღალია. გადატანის შემთხვევაშიც კი ამ ინფექციას მსუბუქად გადავიტანთ“, - აღნიშნავს კალოიანი.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო