ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება, „ამნისტიის შესახებ" მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ოპოზიცია შეეცდება, „ამნისტიის შესახებ" მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

ჯაფარიძე კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი სრულად შეესაბამება პარტიებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას და მის სულისკვეთებას.

„ჩვენი პროექტის გარშემო განხილვა გაგრძელდება. გუშინ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ პროექტი სესიაზე განგვეხილა, ხოლო კენჭისყრაზე მაშინ დავაყენებთ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ პარლამენტის წევრებთან ვიმსჯელებთ. პარლამენტში შემოვა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და პროცესი მათთან ერთად გაგრძელდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

უმრავლესობის კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ცხრა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

პარლამენტის 27 მაისის სხდომაზე 19-20 ივნისის მოვლენებზე ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტიც განიხილეს, თუმცა თავად ინიციატორთა მოთხოვნით, მასზე კენჭისყრა გადაიდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო