ანრი ოხანაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო" „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან - ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს

„სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო" „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან - ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ოპოზიციასთან იმსჯელოს.

„ჩვენ მზად ვართ, მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ვიმსჯელოთ განსაკუთრებით იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, ვინც მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით, ესენი არიან „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“, რაც შეეხება „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს, რადგან არათუ თავი შეიკავეს, არამედ წინააღმდეგ მისცეს ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან.

კონკრეტულ პირებზე ორიენტირებული არ ვართ და კანონში ჩანაწერს კონკრეტულ პირებზე არ ვაკეთებთ. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის სამართლიანი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და რაც მთავარია, პასუხობს ამ დოკუმენტის სულისკვეთებას. ძალიან დიდი ამბიციები და წარმოდგენები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, რომ მათ შესახებ არის რომელიმე კანონპროექტში ჩანაწერი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა