ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე, იარივ ლევინი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს,- აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„მაქვს პატივი, ქნესეთისა და მისი წევრების სახელით, მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამდებობა და თქვენი ამ პოზიციაზე ჰყოფნის ვადა წარმატებული იქნება თქვენთვის საჯარო სამსახურში პერსონალური და პროფესიული მიღწევების მხრივ.

ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტაბილურად მყარდება; მე განვიხილავ თქვენს ქვეყანას, როგორც ჭეშმარიტ პარტნიორს, რომელთანაც გვაკავშირებს საერთო ფასეულობები და ინტერესები. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი გულთბილი და მჭიდრო კონტაქტები ისრაელთან და ქვეყნის შესახებ სხვადასხვა სფეროში ფართოდ ინფორმირებულობა საპარლამენტო დონეზე კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ურთიერთობებს ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის.

გამოვთქვამ რწმენას ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ თანამდებობაზე არჩევას და გულწრფელად გისურვებთ ულევ ჯანმრთელობას თქვენ პირადად და თქვენი პარლამენტის ყველა წევრს“,- წერია ქნესეთის თავმჯდომარის მისალოც წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა