ირაკლი კობახიძე - რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის

რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას - აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს და არა ვიღაცების პოლიტიკური სუბიექტური ინტერესების საფუძველზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წარიმართება პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში მოწვეულნი იქნებიან დაინტრესებული მხარეები.

ისივე თქმით, ეს უნდა იყოს საპარლამენტო პროცესი და წამყვან როლს ნებისმიერი რეფორმის განხორციელებაში დეპუტატები შეასრულებენ, თუმცა, ეს არ გამორიცხავს პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას.

“მიშელის დოკუმენტის მიხედვით რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ამას სჭირდება შესაბამისი პროცესი და დაახლოებით, იგივე ფორმატში, რა ფორმატიც იყო შექმნილი საარჩევნო რეფორმისთვის, გაგრძელდება მუშაობა და საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ წინადადებები, რაც დაუკავშირდება სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას. ყველაფერი უნდა განისაზღვროს დისკუსიის საფუძველზე. კანონმდებლობის ნაწილში არსებითად ყველაფერი არის სათანადოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობაზე არ გაგრძელდება მსჯელობა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩავხედოთ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების პრაქტიკას. ხშირად საუბრობენ ხოლმე აღქმებზე და აღქმები უნდა იყოს დაფუძნებული ფაქტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ფაქტობრივი შესწავლა თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში, რამდენად არის გარკვეული აღქმები თავსებადი არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ამით უნდა დაკავდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნება, უნდა ჩავხედოთ რა ხდება სასამართლო სისტემაში და აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს, მაგალითად, კლიპებით არ შეიძლება აღქმების ჩამოყალიბება, ფილმების, კლიპების გადაღებით აღქმების ჩამოყალიბება არის არასწორი პრაქტიკა, ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ სწორი პრაქტიკით. სწორი პრაქტიკა არის ის, რომ ეს ჯგუფი მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეისწავლის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს და არა ვიღაცების პოლიტიკური სუბიექტური ინტერესების საფუძველზე ,"- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს