გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებმა 15 სტარტაპიდან საუკეთესო 8 დაასახელეს

გლობალური სტარტაპ ფონდის რჩეულები ცნობილია.15 სტარტაპიდან ინვესტორებმა 8 საუკეთესო შეარჩიეს. ესენი არიან - Omofox, Biliki, Anima Chatbotics, Citypay io, Pevaton, Vidoofood, B2C, Dataninja. შერჩეული სტარტაპები ინდივიდუალურ შეხვედრებს ინვესტორებთან უკვე ხვალიდან დაიწყებენ.

ასამდე განაცხადიდან ინვესტორების წინაშე 15 საუკეთესო წარსდგა, საიდანაც დაფინანსება 8 სტარტაპმა მოიპოვა. ინვესტიციების ჯამური მოცულობა, შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელსაც გამარჯვებული სტარტაპერები და ბიზნესმენები რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართავენ.

გამარჯვებულ სტარტეპებს შორისაა ,,ომოფოქსი“. კომპანიის თანადამფუძნებელი ვახო ქიტუაშვილი სტარტაპისთვის დაფინანსების ახალი წყაროს გაჩენას, განვითარებაში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს.

,, ომოფოქსი არის ციფრული პლატფორმა, რომლითაც ვეხმარებით მოხმარებელს მარტივად მოახდინონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება მცირე ინტერაქციით. მიხარია, რომ ჟიურის არჩევანში ჩვენი სტარტაპიც მოხვდა, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სტარტაპის მეტად განვითარებისთვის“.

ღონისძიებას ესწრებოდა ისრაელის ელჩი, რან გიდორიც: „,საქართველო ამ დრომდე ცნობილი იყო კარგი ტურიზმით გემრიელი ღვინითა და საკვებით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქვეყანას ინოვაციური სტარტაპების კუთხითაც კარგი მიღწევები აქვს ქართველ ანტერპრენერებს, ქართველ ახალგაზრდებს აქვთ რესურსი გახდნენ წარმატებული მთელს მსოფლიოში და დღევანდელი ღონისძიება ამის დასტურია“.

BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძის თქმით კი, წლევანდელი ღონისძიება უპრეცენდენტოდ მასშტაბურია. ,,გლობალური სტარტაპ ფონდი, არის btu-ს ბაზაზე დაფუძნებული ერთეული, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა. წელს, ჩატარებული ღონისძიება უპრეცენდენტოდ მასშტაბურია, რომელიც დიდი წარმატებით დასრულდა“.

,,შეუძლებელია ქვეყანაში ინვესტიციების განვითარება კერძო ინვესტორების გარეშე და ამიტომ არის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ერთად კრებს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. ქართულ სტარტაპებს აქვთ საშუალება, მათი გამოწვრთნილი იდეები წარუდგინონ ინვესტორებს. სწორედ ეს პლატფორმები უწყობს ხელს, რომ კერძო ფული გაჩნდეს ქართულ სტარტაპებში“, - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ.

ცნობისთვის, გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლისდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს