ირაკლი კობახიძე - ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით

ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტი. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, როგორც კობახიძე განმარტავს, კუჭავას მხრიდან არა რაიმე შეთავაზება, არამედ კონკრეტული კითხვა იყო დასმული.

„გუშინ, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კითხვა დაისვა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია - ეს არ იყო ინიციატივა, კითხვა იყო დასმული და ამაზეც კი მიიღო უარყოფითი პასუხი,

ჩვენთვის მთავარი, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტში მარტივი რამე წერია - ამნისტიის შესახებ კანონი ყველას უნდა შეეხოს. ამის მიუხედავად, გარკვეულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ, თუ საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ასეთ შემთხვევაში ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც შეიძლება ასეთი დანაშაული ჩაიდინა. თუ ვინმე პრინიპულად უპირისპირდება ევროკავშირს, მიშელის შეთანხმებას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს კანონპროექტის მოქმედება. ეს არის მარტივი პრინციპი, რაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა