ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიას ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ, გახსოვთ - გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გიორგი გახარიას გუნდის შანსებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი გახარიასთან დაკავშირებით მათთვის აქტუალური არ არის, რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს ჰქონდა, როგორც კობახიძე აღიშნავს, სურათი ახლა არსებითად შეცვლილია.

„ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ, აქტუალური ეს ჩვენთვის არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ, გახსოვთ, გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს (გახარიას) ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი, საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ- მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია ეს რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, ის შეცვლილია არსებითად. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა