საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მედიაციის კომიტეტი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით პირველად შეიქმნა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ მედიატორებს აერთიანებს.

„ მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომლის მიმართ ინტერესი მზარდია განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით. დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს მესამე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირის ჩართულობით, კონფიდენციალური და სტრუქტურირებული პროცესის ფარგლებში კონფლიქტის მხარეებისათვის დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დელეგირება, რაც მედიაციის მთავარი მახასიათებელი თვისებაა.

მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმის განვითარება და პოპულარობა, დიდწილად დამოკიდებულია ადვოკატის, როგორც წარმომადგენლის მედიაციაში სწორ და ეფექტურ ჩართულობაზე, აღნიშნული მიმართულებით ეს ორი პროფესია მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს, რა მიზნებსაც ევროპის მასშტაბით, მათ შორის, მოემსახურება მედიაციის კომიტეტი, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ფარგლებში დაფუძნდა.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს, ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო